2023 წლის პირველ ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაბლაციხე,
ბურნათი და ერკეთი, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საპროექტო იდეების მიღება
დაიწყო. იდეების მიღება დასრულდება 15 ივნისს. თითოეული საპროექტო იდეის წაყენებულ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან შესაბამისობას
დაადგენს კომისია, რის შემდეგაც იდეები დადგება ელექტრონულ კენჭისყრაზე. კენჭისყრის
დასრულების შემდეგ, სამივე სოფელში განხორციელდება გამარჯვებული მცირე საზოგადოებრივი
პროექტები. მეტი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@darbazi.org.ge. ან ტელეფონზე: 551 27 37 38.
აღნიშნული საქმიანობა დაგეგმილია საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, „თანამშრომლობა
ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.