საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ბურნათის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: "ბურნათის ცენტრში მცირე რეკრიაციული ზონის მოწყობა" და "ბურმათის მინი სტადიონის რეაბილიტაცია". 16 ხმით 2-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ "ბურნათის ცენტრში მცირე რეკრიაციული ზონის მოწყობა". დაბლაციხის მოსახლეობას ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სოფლის ცენტრში განახლებული რეკრიაციული ზონით.
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტ- როსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.